სიმონ ჯანაშია: მას თუ დავუჯერებთ, პრაქტიკულად შეგვიძლია ევროპის ეკონომიკა დავანგრიოთ, ევროპაში სიარულს თუ შევეშვებით

“შალვა პაპუაშვილი უხსნის ტელემაყურებელს, რომ თუ უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ, ქართველი ტურისტები ევროპაში ვეღარ ჩავლენ და იქ ფულს ვეღარ დახარჯავენ, რითაც ევროპა დაზარალდება. მას თუ დავუჯერებთ, პრაქტიკულად შეგვიძლია ევროპის ეკონომიკა დავანგრიოთ, ევროპაში სიარულს თუ შევეშვებით. დაახლოებით ასეთივე წარმატებით დაანგრია ზვიად ძიძიგურმა საბჭოთა ეკონომიკა, სამტრედიაში რომ რკინიგზა გადაკეტა.
უნამუსობა და არაკომპეტენტურობა რომ მოვზილოთ და ტყუილის ყალიბში ჩამოვასხათ ქართული ოცნების ძეგლი გამოვა,” – წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ