ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიმონ ჯანაშია: გვითხრეს, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს - ილიაუნის 1-წლიანი პირობითი ავტორიზაცია მიანიჭეს

სიმონ ჯანაშია: გვითხრეს, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს - ილიაუნის 1-წლიანი პირობითი ავტორიზაცია მიანიჭეს

განათლების მკვლევარის, სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა.

ჯანაშია აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს "ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნა" ჰქონდა მიღებული განხილვისას, თუმცა საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც პირობითი აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო - რაც გულისხმობს 1 წლის ვადით პირობითი ავტორიზაციის მინიჭებას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.