ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენა „ეტრუსკების სამყარო - საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გაიხსნება

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის გახსნა 6 დეკემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
იქამდე, 18:00 საათზე , ჟურნალისტებისათვის პრეს-ტური მოეწყობა.
„გამოფენა, რომელიც საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.