ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიმეონე: "რეალს" საპატიო დერეფანს არ მოვუწყობთ

19 იანვარს, თბილისის დროით 00:30 საათზე, კოპა დელ რეის მერვედფინალში, მადრიდული დერბი შედგება. ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული "რეალი" "ატლეტიკოს" ესტუმრება.
მატჩის წინ "როხიბლანკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ "ბლანკოსს" საპატიო დერეფანს არ მოუწყობენ.
"როგორ ვაპირებთ "რეალის" დამარცხებას? რაც შეიძლება მეტი დუელი უნდა მოვუგოთ და მეტოქეს ფიზიკურად ვაჯობოთ. იქნება თუ არა საპატიო დერეფანი? "რეალს" პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს გულშემატკივრებსაც და მათ წინაშე ამას არ გავაკეთებთ", - განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, "რეალი" ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მე-13-ედ გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.