“სიმბოლურია მათი ღონისძიების რუსთავის ციხესთან გამართვა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – ევროპის და ამერიკის ყველაზე წარმომადგენლობითი საპარლამენტთაშორისო ორგანო თავისი დღეს მიღებული რეზოლუციით, ითხოვს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასრულებას და გათავისუფლებას. გუშინწინ იგივე მოითხოვა ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – ევროპის სახალხო პარტიამ.
დიდი მადლობა დემოკრატიულ სამყაროს ჩემი და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ყრილობის მრავალრიცხოვნება და ენერგია. სიმბოლურია ამ ღონისძიების რუსთავის ციხის სიახლოვეში გამართვა და სამართლიანად გახსენება ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას უკანონო პოლიტმატიმრობის, ერთადერთი მეც და თუნდაც კოალიციის ამომრჩევლების უმეტესობას გაუხარდებოდა რომ არ გამორჩენოდათ იმის ხსენება, რომ გრძელდება ჩემი უკანონო პატიმრობაც (მითუმეტეს, რომ ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია, დიდხანს ჩემი ადვოკატი იყო, ხოლო ნიკა მელია შიმშილობდა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით) და სწორედ ყრილობის გამართვის დღეს შესრულდა ჩემი რუსული ტყვეობის დაწყებიდან 3 წელი.
და მაინც მე ყველა შემთხვევაში გამიხარდება ყველა ანტი-ოლიგარქიული პოლიტიკური ძალის წარმატება 26-ში. მანამდე კი ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამომრჩევლების მოყვანაზე, მოვემზადოთ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების დასაცავად და მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან