ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც” – ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს

“სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც” – ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს

„სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის” – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა.
მსახიობს სასამართლომ 5 სვა დაკავებულთან ერთად პატიმრობა შეუფარდა
6 ადამიანის: ჯანო არჩაიას, ონისე ცხადაძის, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაზე გადაწყვეტილება თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დღესვე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობა შეუფარდა 2 ადამიანს: საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.