ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სიმართლემ გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარია, არც პუტინის ტყვე” – ბრეგაძე

“სიმართლემ გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარია, არც პუტინის ტყვე” – ბრეგაძე
სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრე­გა­ძე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.
რატი ბრე­გა­ძე იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ უტევ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს და ცდი­ლობ­დნენ და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თით­ქოს სა­ა­კაშ­ვილს წამ­ლავ­დნენ, აწა­მებ­დნენ და უსა­მარ­თლოდ ჰყავ­დათ პა­ტიმ­რო­ბა­ში.
მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ტე­რორ­მა იმოქ­მე­და, ზოგ­მა ეს ტყუ­ი­ლი და­ი­ჯე­რა და უნე­ბუ­რად ჩა­ერ­თო იმ მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნით და­ფი­ნან­სე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ე­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან მის უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.
რო­გორც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა. მან კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ყვე­ლა ღირ­სე­ულ მცველს, რო­მელ­მაც ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და ტყუ­ი­ლის­გან და­იც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა.
“დე­ზინ­ფორ­მა­ცია vs სა­ქარ­თვე­ლო 0:3, ცი­ლის­წა­მე­ბა მძლავ­რი და ვე­რა­გი ია­რა­ღია ადა­მი­ა­ნის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად.
მახ­სოვს 2021 წლი­დან რო­გორ უტევ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს და ცდი­ლობ­დნენ და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თით­ქოს სა­ა­კაშ­ვილს ვწამ­ლავ­დით, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ვე­პყრო­ბო­დით, ვა­წა­მებ­დით და უსა­მარ­თლოდ გვყავ­და პა­ტიმ­რო­ბა­ში.
სამ­წუ­ხა­როდ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ტე­რორ­მა იმოქ­მე­და, ზოგ­მა ეს ტყუ­ი­ლი და­ი­ჯე­რა და უნე­ბუ­რად ჩა­ერ­თო იმ მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნით და­ფი­ნან­სე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ე­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან მის უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.
იყო ბევ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, დევ­ნა და ბევ­რი სხვა ბინ­ძუ­რი მე­თო­დი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­სუს­ტებ­ლად.
სა­ბო­ლო­ოდ სი­მარ­თლემ რთულ ბრძო­ლა­ში გა­ი­მარ­ჯვა და სტრას­ბურ­გის, უკვე მე­სა­მე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ შა­ვით თეთრზე და­დას­ტურ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არც სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი, არც პუ­ტი­ნის პი­რა­დი ტყვე, არა­მედ მსჯავ­რდე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს!
მჯე­რა, რომ ბევ­რს აე­ხი­ლა თვა­ლი და მიხ­ვდა, რომ ზუს­ტად ისე­თე­ბი ვართ, რო­გო­რებ­საც გვიც­ნობ­დნენ ადრე და რა­საც ვა­კე­თებ­დით მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ვა­კე­თებ­დით. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთს შერ­ცხვა კი­დეც, რომ ასე გუ­ლუბ­რყვი­ლოდ გა­ე­ბა შავი ფუ­ლით ნა­ყიდ მა­ხე­ში. მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ყვე­ლა ღირ­სე­ულ მცველს, რო­მელ­მაც ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და ტყუ­ი­ლის­გან და­იც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა“ – წერს რატი ბრე­გა­ძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.