ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სვეტლანა ტიხანოვსკაია - დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო, თუ იმპერიული აგრესიის შეჩერება არ მოხდება, ის მხოლოდ გაიზრდება

დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო, თუ იმპერიული აგრესიის შეჩერება არ მოხდება, ის მხოლოდ გაიზრდება, - ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო. თუ იმპერიული აგრესიის შეჩერება არ მოხდება, ის მხოლოდ გაიზრდება. ბელარუსებმა და უკრაინელებმა ეს კარგად იციან. ჩვენ ქართველი ხალხის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროპულ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ“, - წერს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.