ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სვანეთში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის დაკავებულებს ბრალი 4 მუხლით წარედგინა

სვანეთში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის დაკავებულებს ბრალი 4 მუხლით წარედგინა

მესტიის გზაზე რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ორი ადამიანს ბრალი წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ხოლო მეორე დაზარალებულს დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით გაიტაცეს. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
შსს-ში გამოძიება გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.