პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სვანეთში, მთაში დაკარგული ახალგაზრდები უვნებლად გამოჩნდნენ

ახლობლებთან კონტაქტეზე გამოვიდა ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მთაში სალაშქროდ წავიდნენ. მათთან 5 დღის განმავლობაში კონტაქტი დაკარგული იყო.
ახალგაზრდების ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივები და მოხალისეები, ისე მეხანძრე-მაშველები დრონებითა და უკვე დღეს დილიდან, ვერტმფრენით.
ახლობელთა ინფორმაციით, ახალგაზრდები უვნებლად არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.