ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სექტემბერში გერმანიაში უმუშევართა რიცხვი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

სექტემბერში გერმანიაში უმუშევართა რიცხვი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

სექტემბერში გერმანიაში უმუშევრობის დონემ 6% შეადგინა, იტყობინება გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო. უმუშევრობა ამ დონეზე რჩება ანუ ყველაზე მაღალი 2021 წლის მაისის შემდეგ - ზედიზედ მეოთხე თვე.
ამ თვეში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 17 ათასით გაიზარდა. ანალიტიკოსებმა ამ მაჩვენებლის საშუალოდ 13,5 ათასით ზრდას იწინასწარმეტყველეს, იტყობინება Bloomberg. Trading Economics-ის რესპონდენტები 12 ათასით ზრდას და უმუშევრობას იმავე დონეზე ვარაუდობდნენ.
სექტემბერში ღია ვაკანსიების რაოდენობამ 696 ათასი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 3 ათასით ნაკლებია და გასული წლის ანალოგიურ თვეზე 65 ათასით ნაკლები.
interfax

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.