სექსუალური ძალადობა მოზარდზე – ხაშურში, 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა

სექსუალური ძალადობის ფაქტი მოზარდზე – 51 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდ ბიჭზე სექსუალურად იძალადა. დანაშაული ცხელ კვალზეა გახსნილი, სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
“კურიერის” ინფორმაციით, 51 წლის კაცმა და 16 წლის მოზარდმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდათ. თუმცა, შემდგომ როგორ განვითარდა პროცესები, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 წლის კაცი უკვე დააკავა. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი