სეფაშვილი: პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა…

პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა, ვეტო დაიძლევა
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ეკა სეფაშვილს პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს ამოქმედების მოლოდინი აქვს. ამის მიზეზად სეფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას იმ გარემოებას ასახელებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია რადიკალების ავანგარდში ჩადგა.
მიუხედავად ამისა, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ჯერ კანონს გაწერილ ვადებში მიიღებს, ხოლო შემდეგ, ვეტოსაც წარმატებით დაძლევს.
„მესამე მოსმენისთვის ჩვენ ვითხოვთ ოპოზიციისგან რაიმე არგუმენტები წარმოადგინოს, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ რადიკალები ამას გააკეთებენ. არავითარი ცვლილება არ იგეგმება.
კანონი მიიღება გაწერილი პროცედურის მიხედვით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა, ვეტო დაიძლევა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება