არქივი25 მაისი, 2025, 15:09
სერჰიი იემილიანოვმა პარაკაიაკში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასი მოიგო

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაზე პარაკანოეში საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა. პარაკანოეში ეს საქართველოსთვის მოპოვებული პირველი მედალია.
სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 40,77 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.