ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი გადაიდო - "უდინეზე" "ლაციოსთან" დამარცხდა

სერია A-ს მესამე ტურში „უდინეზემ“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ მარცხი განიცადა - 1:2.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, მწვრთნელმა კოსტა რუნაიჩმა განაცხადში შეიყვანა, მაგრამ მოედანზე არ შეუშვა. არადა, 1:0 დაწინაურების შემდეგ მთელი უდუნური გუნდი დაცვაში ჩადგა და ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი სჭირდებოდა.
„უდინეზე“ 4 ქულით მეათე ადგილზეა, 14 სექტემბერს მილანში „ინტერს“ შეხვდება და ეგებ სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი "სან სიროზე" შედგეს.
უდინე. „ფრიული“
უდინეზე - ლაციო 1:2
გოლები: 1:0 კარლსტრიომი (49), 1:1 ფრატეზი (75), 1:2 გუდმუნდსონი (88)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.