ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგო ჩიხლაძე - ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს „ოცნების“ ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული -

სერგო ჩიხლაძე - ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს „ოცნების“ ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული -

ჩვენ ვხედავთ, რომ ზარქუა და კობახიძე რიტორიკით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი სენატორებს მუდმივად შეურაცხყოფენ, -ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებამ“ იზოლაციის პოლიტიკა დასავლელი პარტნიორების მიმართ ბოლო წლებში კიდევ უფრო გააძლიერა.
„ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ატარებს, ეს არის საქართველოს იზოლაცია ყველა მისი მეგობრისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, ევროპის ქვეყნებისგან და მათი ამ პოლიტიკის ნაწილია ზუსტად ის, რასაც აკეთებს ბატონი კობახიძე სენატის წარმომადგენლებთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ზარქუა და კობახიძე რიტორიკით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი სენატორებს მუდმივად შეურაცხყოფენ. ესენი არიან ერთი დონის პოლიტიკოსები, მათ სათავეში უდგას კობახიძე-ივანიშვილი და ზუსტად ეს ლანძღვა დასავლელი პოლიტიკოსების, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობრების, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია საქართველოს იზოლაცია, რასაც ატარებს „ქართული ოცნება“. სანქციების პროცესი ჩართულია, ამ ყველაფერს თავისი პროცედურები და ნაბიჯები აქვს და უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს „ოცნების“ ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.