სერგო ჩიხლაძე – საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ერთპარტიული, იქ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ – ეს თვითგამოცხადებული კომისია იქნება

საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ერთპარტიული, იქ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ – ამიტომ ამ კომისიის ფუნქციონირება ლეგიტიმური ვერ იქნება,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე, „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში შექმნის, თვითგამოცხადებული კომისია იქნება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები.
„საგამოძიებო კომისიის შექმნას თავისი პროცედურები, წესები და კვოტები აქვს. კომისია ვერ იქნება ერთპარტიული, იქ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ. კომისია ერთი პარტიისგან დაკომპლექტებული ვერ იქნება, თუმცა „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში, რამდენიმე ადამიანები შეიკრიბება და საგამოძიებო კომისიის სახელს დაირქმევენ, მაგრამ ეს თვითგამოცხადებული კომისია იქნება, როგორც თვითგამოცხადებული პაპუაშვილი, თვითგამოცხადებული . ამიტომ ამ კომისიის ფუნქციონირება ლეგიტიმური ვერ იქნება“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად