პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგო ჩიხლაძე - კანონი გაუმჯობესებას, გაკეთილშობილებას ან მოდიფიცირებას არ ექვემდებარება, ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება მავნებლური და რუსულია - უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება ამ კანონში [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი] მავნებლური და რუსულია - ეს კანონი სრულად და უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ამ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანია.
„ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში - ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] გაუმჯობესებას, გაკეთილშობილებას ან მოდიფიცირებას არ ექვემდებარება. ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება ამ კანონში მავნებლური და რუსულია. ეს კანონი სრულად და უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული. სხვა გამოსავალი და გადაწყვეტა ამ საკითხის არ არსებობს. ამაში ერთსულოვანი ვართ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ქართული საზოგადოება. იმავეს ეუბნება ბიძინა ივანიშვილს მთელი დასავლური სამყაროც“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.