სერგო ჩიხლაძე: თუ ასეთი წარმატებული იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონმა ჯუანშერმა დააშავა რამე, რომ გაუშვეს?! ცოტა უცნაური არის

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ირაკლი კობახიძის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.
“პროცედურებში, კომიტეტებში და საპარლამენტო საქმიანობაში “სტრატეგია აღმაშენებელი” აქტიურად არის ჩართული, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ ექნება, ხმას არ მივცემთ ირაკლი კობახიძის მთავრობას ისევე, როგორც წინა მთავრობას არ მივეცით. საკვირველია, თუ ასეთი წარმატებული იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონმა ჯუანშერმა დააშავა რამე, რომ გაუშვეს?! ცოტა უცნაური არის”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით