ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგო ჩიხლაძე - გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა - სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობას და ჟინს, რომ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს, მივესალმები

სერგო ჩიხლაძე - გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა - სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობას და ჟინს, რომ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს, მივესალმები

პროტესტის დაწყებიდან უკვე 25-ე დღეს, ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, მოტივირებულები, რეჟიმი არის უფრო სუსტი და გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეთანხმება, რომ პროტესტი ახალ ეტაპზე გადავიდა.
„პროტესტის დაწყებიდან უკვე 25-ე დღეს, ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, მოტივირებულები, რეჟიმი არის უფრო სუსტი და გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სადისტური რეჟიმი ქვეყნის ხელისუფლებაში აღარ იქნება. ამ დღეს დააახლოებს ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი სიმრავლე, პრინციპულობა. სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობას და მის ჟინს, რომ დიახაც, ამ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს, მე მივესალმები. რა თქმა უნდა, ასევე, დასავლეთიდან ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა - სანქციები, თუ სხვა ზომების სახით“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.