სერგეი შოიგუ – შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში კონფლიქტი ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს

უკრაინაში კონფლიქტი ვაშინგტონმა შექმნა და დღეს მიზანმიმართულად ახანგრძლივებს მას – ეს ნათლად აჩვენებს დასავლეთის სურვილს შეინარჩუნოს გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააწესოს თავისი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
„შეერთებულმა შტატებმა ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს კონფლიქტს უკრაინაში”, – აღნიშნა შოიგუმ.
მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები იზრდება, ნადგურდება სტრატეგიული სტაბილურობის ფუნდამენტური საფუძვლები და მცირდება საერთაშორისო ინსტიტუტების როლი.
„ეს ძირითადად განპირობებულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სურვილით, შეინარჩუნონ გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააკისრონ თავიანთი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე. საკუთარი მიზნების მისაღწევად ვაშინგტონი უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს, მათ შორის პარტნიორებზე, აკისრებს რა მათ მორჩილი შემსრულებლების როლს“, – აღნიშნა შოიგუმ.
მისი მტკიცებით, შეიძლება -ის მიერ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის მრავალი მაგალითის მოტანა, მათ შორის იმ რეჟიმების შეცვლით, რომლებიც არ მოსწონთ.
”ეს არის ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია”, – აღნიშნა შოიგუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია