პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი შოიგუ - რუსეთის არმიამ წლის მთავარი ამოცანა შეასრულა

რუსეთის არმიამ 2023 წლის მთავარი ამოცანა შეასრულა - უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„გასულ წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაზე.
მათგან მთავარი იყო უკრაინისა და მისი ნატო-ელი მოკავშირეების მიერ ხმამაღლა გამოცხადებული უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ჩაშლა. ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა შოიგუმ.
მისი მტკიცებით, აღნიშნული ამოცანა შესრულდა ეფექტურად აგებული თავდაცვითი ხაზების, ტექნიკის საიმედოობისა და ჯარისკაცების გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.