ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან “რია ნოვოსტი” ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება ოჩამჩირეს პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე,” - განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.
ცნობისთვის, აქამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეს ყურეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტი გაიხსნება და შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.