სერგეი რიაბკოვი – ევროკავშირისა და ნატო-ზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება

მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნისთვის მიწერილ „დამპყრობლის“ მიზნებს არ მისდევს. თუმცა, -ის მიერ რუსეთის მიმართ დემონსტრირებული დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს -სთან სერიოზული კითხვები კვლავ რჩება.
„ახლახან გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის დასმული საკითხი, რომ ნატო-ს უსაზღვროდ გაფართოება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან სერიოზული კითხვები კვლავ არ გვაქვს, მათ შორის უკრაინის კონტექსტში. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება