სერგეი ნარიშკინი – უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა

უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ევროპის ლიდერების, „ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობის მაღალ დონეს აჩვენებს“.
„რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის დანახვა, დაკვირვება და გაგება, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში მოქმედი ელიტების მოლაპარაკების უნარი ძალიან დაბალ დონეზეა. უფრო და უფრო იშვიათი ხდება ის, რომ ისინი საერთოდ რაიმე საღი აზრის დემონსტრირებას ახდენენ. მაგრამ ეს განცხადებები უკიდურესად საშიშია. ისინი ბირთვული ომის ზღვარზე მიგვიყვანენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!