სერგეი ნარიშკინი – თბილისი ფერადი რევოლუციის მორიგი მცდელობის წინაშე დგას, იმედი ვიქონიოთ, რომ დასავლეთის ეს მცდელობა ჩაიშლება

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, იმედი აქვს, რომ დასავლეთის მცდელობები, განახორციელოს გადატრიალება საქართველოში, ჩავარდება, ისევე როგორც ყაზახეთსა და ბელარუსში ჩავარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დასავლეთი არასოდეს უშვებს თავის მსხვერპლს ასე მარტივად, დღეს თბილისი დგას ფერადი რევოლუციის მორიგი მცდელობის წინაშე, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ჩაიშლება, ისევე როგორც წარუმატებელი იყო დასავლეთის თავხედური მცდელობები ბელარუსისა და ყაზახეთის შესარყევად“, – აღნიშნა ნარიშკინმა მოსკოვში, დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და დაზვერვის ლიდერების შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის დაპირებების სანაცვლოდ შეამცირა კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცესთან, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ დროულად გააცნობიერა, რომ ასეთი პოლიტიკა საზიანოა.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ულტრალიბერალურ დღის წესრიგს და დადგა ქართული საზოგადოების ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა ნარიშკინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო