არქივი22 ოქტომბერი, 2024, 20:22
სერგეი ლავროვი „ქართულ ოცნებაზე“ - არ მაქვს საფუძველი მათ არ დავუჯერო - დიალოგები მოყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებისთვის

არ მაქვს საფუძველი “ქართულ ოცნებას” არ დავუჯერო. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყაზანში BRICS-ის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, საფუძველი არ გააჩნია არ დაუჯეროს პარტია “ქართულ ოცნებას”, როდესაც მათ მოჰყავთ დიალოგები, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდნენ.
“არ მაქვს საფუძველი მათ [“ქართულ ოცნებას”] არ დავუჯერო. დიალოგები მოჰყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებისთვის. საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო”, - განაცხადა ლავროვმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.