ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი უნგრეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

სერგეი ლავროვი უნგრეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. სერგეი ლავროვის ცნობით, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში იგი უნგრეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, პიტერ სიიარტოსა და ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
„ფორუმის მოვლენების გარდა, ორმხრივი შეხვედრები ესვატინის მეფესთან, თურქეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ თითოეულ კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.