ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს

სერგეი ლავროვი უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს. როგორც სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა, კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია.
„პრეზიდენტმა [ვლადიმერ პუტინმა] ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, მას შემდეგ რაც კურსკის ოლქზე თავდასხმა, უფრო სწორად კი კურსკის ოლქში შეჭრა დაიწყო, მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია. პრეზიდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენ უდავოდ მივცემთ ამ სიტუაციას შეფასებას მოგვიანებით“, – დასძინა ლავროვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.