სერგეი ლავროვი – საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს პაიკი დასავლეთის ხელში

საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა,“ – აღნიშნა ლავროვმა.
კითხვაზე, როდის შეწყვეტს დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან „ფერადი რევოლუციების“ მოწყობას, ლავროვმა უპასუხა: „ეს კითხვა დასავლელ პოლიტიკოსებს უნდა დაუსვათ“.
„სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობლების საშინაო საქმეებში, ჩარევა დიდი ხანია მათი საგარეო პოლიტიკის არსენალის ნაწილია“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება