სერგეი ლავროვი – საფრანგეთმა რუსეთს უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის კიევის გვერდის ავლით გამართვა შესთავაზა

რუსეთმა საფრანგეთისგან მიიღო წინადადებები უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის კიევის მონაწილეობის გარეშე დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რამდენჯერმე იყო ჩვენი ფრანგი კოლეგების მხრიდან დახურული არხებით მომართვა: „მოდით, ხელი შევუწყოთ, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხზე“, სხვათა შორის, ყოველგვარი უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, პარიზიდან მისული ასეთი სიგნალები არღვევს დასავლეთის წესს იმის შესახებ, რომ „არც ერთი სიტყვა უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი ასევე არის უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატორი და ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს.
„ასეთი ორაზროვანი ქცევა არ იწვევს სერიოზულად აღქმის სურვილს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი