პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად

სერგეი ლავროვი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის რისკის ზრდის ჩასახშობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა კიევის ტერორისტული აქტივობის ფონზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმის მიერ ეს ტერორისტული მეთოდები ამა თუ იმ ფორმით, არა ისეთი შიშველი სახით, როგორც ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თავიდანვე ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ადრე მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდას ვუწოდებდით“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, არსებობს ტერორისტული საფრთხის გაზრდის რისკები.
„ჩვენ ვხედავთ მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩავახშოთ და ზიანი არ მიაყენონ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ლავროვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.