ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს

რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს, ეს თვითმფრინავები განადგურდება ისევე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა იარაღი და მათი გამოჩენა არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„F-16 გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის მიწოდების მთავარი საშუალება ეგრეთ წოდებული ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების ფარგლებში, ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია არ მივიჩნიოთ ამ სისტემების მიწოდება კიევის რეჟიმისთვის, როგორც ნატო-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება ბირთვულ სფეროში. ცდილობენ გავიგოთ, რომ აშშ და ნატო მზად არიან ყველაფრისთვის უკრაინაში “, - განაცხადა ლავროვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.