ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი – რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ დამოკიდებულებას რუსეთის პოზიციის იგნორირება წარმოადგენს.
„ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, ამის ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსულმა მხარემ თავისი პოზიცია უკვე „ათასჯერ“ დააფიქსირა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.