სერგეი ლავროვი – ოფიციალური ერევანი საგარეო პოლიტიკური ხაზის რეფორმირებას ცდილობს და მოსკოვთან დროში გამოცდილ ალიანსს არა დასავლეთის კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებზე ცვლის

დასავლეთის კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებზე ცვლის სამწუხაროდ, ოფიციალური ერევანი, რომელიც დასავლელების რჩევა-დარიგებას არის აყოლილი, ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკური ხაზის რეფორმირებას. ის მოსკოვთან დროში გამოცდილ ალიანსს ცვლის არა დასავლეთის კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებზე, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, ყარაბაღის დაკარგვა რუსეთს გადააბრალოს. „სტრატეგიული შემობრუნების გასამართლებლად, ისინი ცდილობენ დააბრალონ რუსეთს რესპუბლიკის ყველა უბედურება, მათ შორის ყარაბაღის დაკარგვა. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია რუსეთის შეშფოთებაზე საჯაროდ, ახლა აზრი არ აქვს სომხეთის ხელისუფლების არამეგობრული ნაბიჯების ჩამოთვლას“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, სომხეთი იყო და რჩება რუსეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. „დარწმუნებული ვართ, რომ ყველა სირთულე დროებითია და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გადაიჭრება. სომხეთი ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. და ევროკავშირი, რუსეთისგან განსხვავებით, არ ცდილობენ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას რესპუბლიკაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. მათი ამოცანა სულ სხვაა – მოსკოვისა და სხვა რეგიონული ძალების განდევნა, დაძაბულობის ახალი წყაროს შექმნა ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის და უკრაინის შემდეგ. რთული სიტუაციიდან გამოსავალი აშკარაა – ს, ბაქოსა და მოსკოვის სამმხრივი შეთანხმებების უმაღლეს დონეზე განხორციელება“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, დისკუსია სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ საზიანოა. „მიგვაჩნია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე 102-ე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსიები საზიანოა. შეთანხმება მისი იქ განთავსების შესახებ დაიდო 1995 წლის 16 მარტს, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი სახელმწიფოების საერთო მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას ითვალისწინებს. დღეს ჩვენი არმია არის მთავარი ელემენტი ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებულია სომხეთსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურებით.
„ბოლო დროს ერევანი ავითარებს თანამშრომლობას ნატოსთან და მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან. წელს სომხეთმა ალიანსთან ერთად რამდენიმე ათეულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ის აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, სამხედროები გადიან წვრთნებს ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის რიგ სახელმწიფოებში. ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ჩვენი სომეხი კოლეგების ყურადღება, რომ ნატოს ჭეშმარიტი მიზანია გააძლიეროს თავისი პოზიციები რეგიონში და შექმნას პირობები მანიპულაციისთვის „გაყავი და იბატონე“ სქემით. იმედი მაქვს, ერევანში აცნობიერებენ, რომ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავება ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სუვერენიტეტის დაკარგვას იწვევს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ