სერგეი ლავროვი – ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინის კრიზისის სამართლიანი მოგვარების მიმართ რუსეთის ერთგულება დაუდასტურა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო ­საუბრის დროს უკრაინაში კონფლიქტის სამართლიანი მოგვარების მიმართ რუსეთის ერთგულება დაადასტურა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ შექმნილი „უკრაინის კრიზისის“ სამართლიან მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთს მტკიცე პოზიცია აქვს.
„ეს პოზიცია გუშინ კიდევ ერთხელ სრულად გარკვევით დაადასტურა პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შედეგად“, – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა