სერგეი ლავროვი – ვაშინგტონიდან გვესმის, რომ „დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ“ – ახლავე შეჩერება უკრაინაში კონფლიქტის ძირეული მიზეზების დავიწყებას ნიშნავს

უკრაინაში კონფლიქტის „დაუყოვნებლივ შეჩერების“ იდეა კონფლიქტის ძირეული მიზეზების დავიწყებას ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ახლა ვაშინგტონიდან გვესმის, რომ „დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ“, რომ აღარაფერზე საუბარი აღარ არის საჭირო, შევჩერდეთ და ისტორიამ განსაჯოს. თუ ჩვენ უბრალოდ შევჩერდებით, ეს ნიშნავს ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზების დავიწყებას, რაც ამერიკულმა ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნათლად გაიგო“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები კონფლიქტის ძირეული მიზეზების მოგვარების გარეშე, ეწინააღმდეგება ალასკაში რუსეთისა და -ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ მიღწეულ შეთანხმებებს.
„ისინი ცდილობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგების დარწმუნებას, შეცვალონ თავიანთი პოზიცია და შეწყვიტონ გრძელვადიანი, მდგრადი შეთანხმების მიღწევა, უბრალოდ გავჩერდეთ და შემდეგ ისტორიამ განსაჯოს. ჩვენ ვიცით, ვინ აკეთებს ამას. ესენი არიან ზელენსკის ევროპელი მფარველები და ბატონები, თუმცა ეს მიდგომა სრულიად საპირისპიროა იმისა, რაზეც პრეზიდენტები ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ ანკორიჯში, როდესაც ისინი შეთანხმდნენ ძირეულ მიზეზებზე კონცენტრირებას“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, გააგრძელებს სატელეფონო კონტაქტებს -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.
„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ამ სატელეფონო კონტაქტებს, რათა უკეთ გავიგოთ, სად ვართ და როგორ ვიმოძრაოთ სწორი მიმართულებით“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს