ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელსაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის

სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელსაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც უკრაინაში არსებული სიტუაციის ძირეული მიზეზების გაგების გამოვლენა დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ის ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში თეთრ სახლში შესვლისთანავე დაიწყო იმ მიზეზების გააზრების გამოვლენა, რამაც უკრაინაში ომი გარდაუვალი გახადა და რაც საფუძვლად უდევს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს, რომელსაც ტრამპის წინამორბედი ბაიდენი და მისი ევროპელი ხელქვეითები მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდნენ“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, პრეზიდენტი ტრამპი, სიტუაციის ანალიზის შემდეგ, დაეთანხმა, რომ რუსეთის მიერ გამოვლენილი ძირეული მიზეზები ნამდვილად უნდა აღმოიფხვრას, მათ შორის ის, რომ უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.