სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ მდივანს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობისკენ მოუწოდებს

სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ მდივანს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ერთადერთი გზა, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ და სამართლიანად მოგვარდეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციის გამართვა იქნება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა არაბული ქვეყნების ლიგის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს