სერგეი ლავროვი – ამიერკავკასიაში წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან

რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ აქ წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ არარეგიონულმა ქვეყნებმა, როგორც ამას ამჟამინდელი მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს, განავითარონ ურთიერთობები აქ მდებარე ქვეყნებთან“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, უცილებელია იმის გაგება, რომ ასეთი ურთიერთობა არ იყოს მიმართული რეგიონში დაძაბულობის შექმნაზე, გეოპოლიტიკური თამაშების მიზნით ამიერკავკასიაში მდებარე ქვეყნების ინტერესების იგნორირებაზე, რასაც „არასდროს არსად არაფერი კარგი არ გამოუწვევია“.
„ჩვენი პოზიციაა ღიაობა ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც მზადაა ამის გულწრფელად, ყოველგვარი ფარული დღის წესრიგის გარეშე გასაკეთებლად“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა