არქივი12 დეკემბერი, 2024, 16:51
სერგეი ლაგოდინსკი სალომე ზურაბიშვილს - გმადლობთ, თქვენი მუშაობისა და გამბედაობისთვის - ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ

გმადლობთ, სალომე ზურაბიშვილო თქვენი მუშაობისა და გამბედაობისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით!- ამის შესახებ თბილისში მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სასიამოვნოა თბილისში თქვენთან და ყველა ქართველთან ყოფნა“, - აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, საქართველოში შვიდი ევროპარლამენტარი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.