სერგეი ლაგოდინსკი – გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის შეურაცხმყოფელი და აგრესიული სიგნალი დემოკრატების მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის

გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის არა მხოლოდ მის წინააღმდეგ განხორციელებული დაშინების აქტი, არამედ შეურაცხმყოფელი და აგრესიული სიგნალი დემოკრატების მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომლებიც საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას უჭერენ მხარს.
„თავდასხმა გიორგი გახარიაზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩვენი შეხვედრებიდან დაბრუნებისას არ არის მხოლოდ მის წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება. ეს ასევე არის შეურაცხმყოფელი და აგრესიული სიგნალი დემოკრატების მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას! სოლიდარობა გიორგის!“ – წერს სერგეი ლაგოდინსკი.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს. ასევე, გახარიას და მის თანაგუნდელს კვერცხები ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია