სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა

სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა
სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა. შესაბამისად, დადებითად აფასებენ სერბეთის პროტესტანტებს,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის განცხადებით, წერა-კითხვა და ცოტა გეოპოლიტიკა რომ იცოდნენ ქართველმა ევროკრეტინებმა გაიგებდნენ, რომ დემონსტრაციები ბელგრადში ნაციონალისტური ნიშნით მიდის, მთავრობას კოსოვოს მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას სთხოვენ და ითხოვენ მილორად დოდიკის აქტიურ მხარდაჭერას, რომელსაც დასავლეთი პუტინის მეგობრად მოიხსენიებს. „ევროკრეტინი შეიძლება სხაპასხუპით ლაპარაკობდეს ჭკვიანური ტერმინებით, მაგრამ სინამდვილეში სრულიად მოკლებულია ინფორმაციის მოკვლევისა და ანალიზის უნარს.
ახალი მაგალითი: სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა. შესაბამისად, დადებითად აფასებენ სერბეთის პროტესტანტებს. მაგრამ წერა-კითხვა და ცოტა გეოპოლიტიკა რომ იცოდნენ, გაიგებდნენ, რომ დემონსტრაციები ბელგრადში ნაციონალისტური ნიშნით მიდის, მთავრობას კოსოვოს მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას სთხოვენ და ითხოვენ მილორად დოდიკის აქტიურ მხარდაჭერას,რომელსაც დასავლეთი, პუტინის მეგობრად მოიხსენიებს და ეს ასეცაა. რანაირად ჩაჯდება ეს ევროკრეტინის დოგმებში, გაუგებარია, მაგრამ რადგან რეალურად არაფერი არ იციან, არც ეგ პრობლემა აღელვებთ. სხვა საკითხია, რომ პროტესტის უკან მდგომი ძალები შეიძლება სპეციალურადაც აქეზებენ ასეთ მოთხოვნებს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ კი არეულობაში უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ რა მოთხოვნით გამოდიოდა აქციებზე. მაგრამ ეს უკვე კვანტური ფიზიკაა ევროკრეტინისთვის,“- წერს დავით ჩიხელიძე.
Next: უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი – უჩა ნანუაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა