სერბეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე – შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის

შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ წერს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებს.
“მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი კობახიძემ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული საერთო გამოწვევების შესახებ. ხაზი გავუსვით ჩვენს მზადყოფნას სერბეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე აღვნიშნეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის”, – აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება