სენატორი ჯინ შაჰინი – ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ უკრაინაში და გააგრძელებენ – ერთადერთი, რაც პუტინს ესმის, ზეწოლაა

ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ რა გააკეთეს 2014 წელს ყირიმში – ერთადერთი, რაც პუტინს ესმის ზეწოლაა – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
სენატორის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა ვერ მოახერხა.
“ვნახეთ, რა გააკეთეს მათ [რუსებმა] 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს მათ 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ უკრაინაში და გააგრძელებენ, თუ საკმარისი არ დავინახეთ და რაიმე ზეწოლა არ მოვახდინეთ მათზე…
ვფიქრობ, ერთადერთი რამ, რაც ვლადიმირ პუტინს ესმის, ზეწოლაა და პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აიძულოს”, – განაცხადა შაჰინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო