არქივი7 აგვისტო, 2024, 21:52
სენატორი ჯიმ რიში - 16 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა - ვაგრძელებთ რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას
მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, - ამის შესახებ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
რიშის თქმით, 16 წლის წინ, რუსეთი საქართველო შეიჭრა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოახდინა და დღემდე რუსეთი აგრძელებს სუვერენული საზღვრების უპატივცემლობას.
„მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ჯერაც ვაგრძელებთ ამის კეთებასა და რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას”, - წერს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.