ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სენატორი ჯიმ რიში - აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო

სენატორი ჯიმ რიში - აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო

აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია".
"[საქართველოს] მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს, და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. სამაგიეროდ, საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშო გადახვევა გააკეთა ჩინეთსა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობასაც ისინი მზარდად ჰბაძავენ,” - წერს რიში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.