ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სენატორი კარდინი რუსულ კანონზე: ეს არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ

სენატორო შაჰინ, ვაფასებ რომ ახსენეთ საქართველოს მცდელობები, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის უცხოელი აგენტების კანონი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და სწორი მიმართულებით სვლას. ეს ნამდვილად არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ. მე დავუკავშირდი მათ ელჩს ჩვენი წუხილის გასაზიარებლად იმასთან დაკავშირებით, რომ ამან შესაძლოა მართლაც მოახდინოს გავლენა საქართველოს მიმართულებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.
სენატორი ბენ კარდინი სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც სენატორმა ჯინ შაჰინმა USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერს დაუსვა კითხვა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებასთან დაკავშირებით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.