ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სენატმა 118,2 მილიარდი დოლარის ორპარტიული დახმარების პაკეტი გამოაქვეყნა

სენატმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, კვირას გამოაქვეყნა დეტალები 118,2 მილიარდი დოლარის ორპარტიული დახმარების შესახებ უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ს სამხრეთ საზღვრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გამოქვეყნებული პროექტით 60,1 მილიარდ დოლარს მიიღებს უკრაინა, 20,2 მილიარდი დოლარი მოხმარდება აშშ-ს საზღვარზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ხოლო 14,1 მილიარდ დოლარს მიიღებს ისრაელი.
დაფინანსება მცირე ოდენობით, თუმცა ასევე შეეხება უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებას, წითელ ზღვასა და ტაივანში თავდაცვის ოპერაციებს.
CNBC წერს, რომ საბოლოოდ, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. პალატა წინადადებას კენჭს მომავალ კვირაში უყრის, რა დროსაც მთავარი წინააღმდეგობა რესპუბლიკელი დეპუტატების მხრიდან ელოდება.
გამოცემა წერს, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ პროექტისთვის, პოზიციებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ცვლიან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.