სენატმა უკრაინის დახმარების საკითხს შესაძლოა მომავალ კვირას უყაროს კენჭი

სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისა და ს დახმარების პაკეტს კანონმდებლები კენჭს მომავალ კვირას უყრიან. მოლაპარაკებები კი მხარეებს შორის ამერიკის სამხრეთი საზღვრის დაცვის ღონისძიებების ცვლილების თაობაზე, კვლავ გრძელდება.
სენატში, წესით პარასკევს სადღესასწაულო შვებულება იწყება. თუმცა კანონმდებლები მიუთითებენ, რომ შესვენების დაწყებას გადადებენ და მოლაპარაკების მისაღწევად მეტ დროს გამოიყენებენ. “ჩვენს წარმატებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ვვიცით, რომ მთელი მსოფლიო გვიყურებს”, – ამბობს ჩაკ შუმერი.
დემოკრატი პრეზიდენტი ოქტომბრის სემდეგ მოუწოდებს კონრგესს დაამტკიცოს პაკეტი, რომელიც უკრაინისთვვის 50 მილიარდზე მეტს, ისრაელისთვის კი 1 მილიარდ დოლარს მოიცავს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი, მაიკ ჯონსონი, ისევე როგორც სენატში უმცირესობაში მყოფი რესპუბლიკელები გამუდმებით ამბობენ, რომ ისინი პაკეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში უყრიან კენჭს, თუკი ის მექსიკის საზღვრის უკეთესი კონტროლის მექანიზმებსაც მოიცავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ კიევში დაბრუნებისას თქვა, რომ იმედოვნებს, კონგრესი მალე მიიღებს საჭირო ზომებს.
ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც შესაძლოა უახლოეს დღეებში სენატში მიაღწიონ, პალატის დასტურსაც საჭიროებს. მას რესპუბლიკელები 221 ხმით 213-ის წინააღმდეგ აკონტროლებენ. ამასთან, პალატის წარმომადგენლები უკვე სადღესასწაულო შვებულებაში არიან.
სენატის რანგით მეორე რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ჯონ თუნიმ თქვა, რომ თეთრ სახლთან მუშაობით პროგრესს აღწევენ და “ყველაფერი გამამხნევებლად გამოიყურება”. თუმცა იქვე დასძინა, რომ ზოგიერთი საკითხის განხილვა კონცეფციის დონეზეა.